"ბაიერნმა" ტრავმირებული ნოიერის შემცვლელი იპოვნა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასაალ სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ კლუბმა ტრავმირებული მანუელ ნოიერის შემცვლელი იპოვნა.

ის "რეკორდმაისტერის" საკუთრება ალექსანდრ ნიუბელია, რომელიც ამჯამად იჯარით "მონაკოში" თამაშობს.

გერმანული გუნდის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მათ კიპერის დაბრუნება სურთ, თუმცა ბოლო სიტყვა ფრანგებზე იქნება.

წესითა და რიგით, ნიუბელმა იჯარით "ლუი მეორეზე" ამ სეზონის ბოლომდე უნდა იასპარეზოს, თუმცა შესაძლოა, შეთანხმება შეიცვალოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული