"ლევერკუზენის" გენერალურმა დირექტორმა ხაბი ალონსოს მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" გენერალურმა დირექტორმა ფერნანდო კარომ გუნდის მწვრთნელის, ხაბი ალონსოს მომავალზე ისაუბრა.

ესპანელი დამრიგებლის ხელმძღვანელობით, "ფარმაცევტები" ბრწყინვალე სეზონს ატარებენ, 38 მატჩია წაუგებელნი არიან და ბუნდესლიგის მოგებას ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.

ალონსოს სახელს არაერთ მსოფლიო გრანდს უკავშირებენ, თუმცა კაროს სჯერა, რომ მოქმედი მენეჯერი მომავალ სეზონშიც "ბაიერს" გაწვრთნის.

"ალონსოს კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და არანაირი საფუძველი არ არის, ეჭვი შევიტანოთ, რომ ის ჩვენთან დარჩება.

ფეხბურთში არასდროს იცი, რა მოხდება, მაგრამ მჯერა, რომ ეს ყველაფერი სწორედ ასე იქნება, რადგან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს", -
ციტირებს კაროს ფაბრისიო რომანო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული