"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ

AutoSharing Option
Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, სადაც "ვოლფსბურგმა" "ვერდერი" მიიღო და 2:4 დამარცხდა, მასპინძელი გუნდის ფანებმა გუნდის 33 წლის გერმანელი ფროვარდის კევინ ბერენსის მისამართით ბანერი გამოფინეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბერენსმა რამდენიმე დღის წინ "ცისარტყელა სამკლაურზე" ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ გეი ნაგავს ხელს არ მოაწერდა.

ამის შემდეგ "მგლების" ფანებმა Volkswagen Arena-ზე ბანერი გამოიფინეს, სადაც ეწერა: "კევინ თუ დანიელა, მოკეტეთ!".

ეს იყო მესიჯი კევინ ბერენსის მიმართ რომ ანტი LGBT განცხადებები არ გაეკეთებინა, ასევე უკავშირდება ქვედა საქსონიის შინაგან
საქმეთა მინისტრს დანიელა ბერენსს, რომელმაც "ჰანოვერის" ფანებს გასვლით შეხვედრაზე მათთვის გამოყოფილი ადგილების სრუილად ათვისება აუკრძალა.

ინფორმაციისთვის, ბერენსი აღნიშნულ დაპირისპირებაში სათადარიგოთა შორის დარჩა. მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 23 /
აი მესმის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება, ვინც ფსევდოლიბერალების დაკრულზე არ ითამაშებს, უბრალოდ ჩაირეცხება
ლუკა
13:00 22-10-2024
0
ყოჩაღ ფრიცო!თუ დემოკრატიაა რატო გალანძღეს ეს კაცი საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის?
გელა
04:05 22-10-2024
1

სიახლეები პოპულარული