ხუან მატა თავისი ხელფასის ერთ პროცენტს ქველმოქმედებაზე დახარჯავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა თავისი ხელფასის ერთ პროცენტს ქველმოქმედებაზე დახარჯავს. როგორც ესპანელმა ერთ-ერთ ინგლისურ გაზეთს განუცხადა, ის ფულს გაუგზავნის ორგანიზაცია Common Goal-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში ფეხბურთის განვითარებით არის დაკავებული.

"მე ვუდგავარ სათავეში ამ წამოწყებას, მაგრამ არ მინდა, მარტო ვიყო. იმედი მაქვს, რომ ის, რასაც ვაკეთებ, სამყაროს შეცვლის, თუნდაც მცირედით", - განაცხადა მატამ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხუან მატას წლიური ხელფასი დაახლოებით 7 მილიონი ფუნტია. ესპანელს სურს შეკრიბოს გუნდი 11 ფეხბურთელისგან, რომლებიც, მის მსგავსად, ხელფასის ერთ პროცენტს გადარიცხავენ ორგანიზაციის ანგარიშზე.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული