ალექსანდერ-არნოლდს გოლი შემთხვევით არ გაუტანია

AutoSharing Option
ცოტა არ იყოს, გასაკვირი გახლდათ ჩემპიონთა ლიგაზე "ჰოფენჰაიმთან" "ლივერპულის" შემადგენლობაში 18 წლის მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ძირითად შემადგენლობაში დაყენება და მის მიერ გატანილი ლამაზი საჯარიმო.

ტრენტმა ნამატჩევს თქვა, რომ ბიჭებმა შეაგულიანეს და ბურთი დაარტყმევინეს. საერთოდ, დებიუტანტს იშვიათად არტყმევინებენ საჯარიმოს, მაგრამ გუნდის გამოცდილ ფეხბურთელებს სცოდნიათ ჭაბუკის შესაძლებლობები და თუ შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ გამოუცხადეს მაღალი ნდობა.

ჰოდა, გაუმართლა კიდეც - დიდოსტატური ბურთი შეაგდო მეტოქის კარში. ნამატჩევს კი თქვა, რომ დარტყმის წინ დარწმუნებული გახლდათ გოლის გატანაში.

ალექსანდერ-არნოლდი შეაქო გუნდის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა: "პენალტის
აღებით მეკარემ გადაგვარჩინა, მერე თავი მშვიდად ვიგრძენით, რაღაცნაირად დავწყნარდით. ტრენტი დიდებული იყო. ჩინებულად წარმოაჩინა თავი გასულ სეზონში და წინასასეზონო შეკრებაზე.

გოლი შემთხვევით არ გაუტანია. ვარჯიშებზე მსგავსი გოლები ხშირად გააქვს. ამიტომ შევასრულებინეთ ჯარიმა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული