Sky Sports-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის ჩაბარება დროებით უმუშევარ გერმანელ ტომას ტუხელს შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. ტომასს თურმე ძალიან უნდა პრემიერლიგაში მუშაობა, ოღონდ უფრო ძლიერ გუნდში სურს დასაქმება.
გეცოდინებათ, ტუხელი მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელებმა საბოლოოდ არჩევანი იუპ ჰაინკესზე გააკეთეს.