ტომას ტუხელმა "ლესტერის" გაწვრთნა არ ისურვა

AutoSharing Option
როგორც იცით, "ლესტერის" მენეჯერი კრეიგ შექსპირი გადააყენეს და გუნდი ჯერ მწვრთნელის გარეშეა.

Sky Sports-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის ჩაბარება დროებით უმუშევარ გერმანელ ტომას ტუხელს შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. ტომასს თურმე ძალიან უნდა პრემიერლიგაში მუშაობა, ოღონდ უფრო ძლიერ გუნდში სურს დასაქმება.

გეცოდინებათ, ტუხელი მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელებმა საბოლოოდ არჩევანი იუპ ჰაინკესზე გააკეთეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული