"სტოკის" გაწვრთნას სლავენ ბილიჩს სთავაზობენ

AutoSharing Option
გეცოდინებათ, რომ ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი "სტოკი" რამდენიმე დღის უკან მწვრთნელის გარეშე დარჩა.

კლუბის ხელმძღვანელობამ ყოფილი დამრიგებელი მარკ ჰიუზი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით კი, მისი შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად სლავენ ბილიჩი ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ხორვატი დამრიგებელიც მიმდინარე სეზონში გაათავისუფლეს. იგი "ვესტ ჰემს" ავარჯიშებდა.

თუმცა ბილიჩმა "ჩაქუჩებიდან" დათხოვნის შემდეგ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდი დასვენებას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული