The Mirror: "ჩელსის" მწვრთნელი შესაძლოა, ლუის ვან გაალი გახდეს

AutoSharing Option
ინგლისური მედიის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" სათავეში შესაძლოა, გამოცდილი სპეციალისტი ლუის ვან გაალი ჩაუდგეს. "არისტოკრატთა" მოქმედ დამრიგებელ ანტონიო კონტეს სეზონის დასრულების შემდეგ წასვლას უწინასწარმეტყველებენ და ლონდონური გუნდის სახელს არაერთ სპეციალისტს უკავშირებენ.

66 წლის ჰოლანდიელი, მას შემდეგ რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა, უმუშევარია. "ჩელსის" მომავალ მწვრთნელად, ასევე კარლო ანჩელოტი და ლუის ენრიკე სახელდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული