პრემიერლიგა. XXXI ტური: ოთხი პლუსით [VIDEO]

AutoSharing Option
"ლივერპული" ერთადერთი იყო "დიდი ექვსეულიდან", რომელმაც თასის გამო სეკვესტრირებულ ტურში ითამაშა და 5:0 გაანადგურა "უოტფორდი"...

აი, ბომბარდირი!
...თუმცა ეს იყო ერთი კაცის თამაში, ვიდრე "ლივერპულის" მოჰამედ სალაჰმა ოთხჯერ(!) დაამწუხრა "უოტფორდი" და ერთი გოლიც რობერტო ფირმინოს გაატანინა.

თავის მხრივ, ბრაზილიელის შედევრიც აღსანიშნავია - ფლანგური პასის შემდეგ ქუსლით გაგზავნა ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში, ხოლო თავად სალაჰმა საბომბარდირო დავაში 4 გოლით ჩამოიტოვა "ტოტენჰემის" ტრავმირებული ფორვარდი ჰარი კეინი.


ფაქტები
  • იურგენ კლოპის გუნდის მაისურით ნათამაშებ 41 მატჩში სალაჰს 36
    გოლი აქვს გატანილი - უფრო მეტი, ვიდრე "ლივერპულის" რომელიმე სხვა ფეხბურთელს თავის სადებიუტო სეზონში.
  • მიმდინარე პრემიერლიგაში მას უკვე 28 გოლი აქვს გატანილი. ერთადერთი აფრიკელი, ვინც სალაჰზე მეტი შეძლო ერთი ჩემპიონატის განმავლობაში, იყო დიდიე დროგბა (კოტ დ'ივუარი/"ჩელსი", 29 გოლი).
  • მოჰამედ სალაჰმა 4 გოლი 4 დარტყმით გაიტანა და ამით გახდა მეორე ფეხბურთელი ანდრეი არშავინის ("არსენალი") შემდეგ, რომელმაც ანალოგიური რამ 2009 წლის აპრილში... "ლივერპულის" წინააღმდეგ გააკეთა.
  • რობერტო ფირმინომ (3 საგოლე პასი) და მოჰამედ სალაჰმა (4 საგოლე პასი) ერთმანეთს ჯამში 7 გოლი გაატანინეს. ანალოგიური მაჩვენებელია იმავე სალაჰს (1 საგოლე პასი) და სადიო მანეს (6 საგოლე პასი) შორის.
  • რაც იურგენ კლოპი "ლივერპულის" მწვრთნელია, ამ გუნდს საშუალოდ მატჩში 2.2 გოლი გააქვს. პრემიერლიგაში "ლივერპულს" არც ერთი სხვა მწვრთნელის ხელში ასეთი მაღალი შედეგიანობა არ ჰქონია.
  • "უოტფორდმა" "ლივერპულთან" პრემიერლიგის 11 საგარეო მატჩიდან 10 წააგო.
  • "უოტფორდს" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 9 საგარეო მატჩი (1 ფრე, 8 წაგება)

სასიცოცხლოდ აუცილებელი
"ბორნმუთმა" ჯუნიორ სტანისლასის მიერ მატჩის ბოლოსწინა წუთზე გატანილი ეფექტური საჯარიმო დარტყმით 2:1 დაამარცხა "ვესტ ბრომვიჩი" და, ფაქტობრივად, ჩემპიონშიფის ბილეთი გამოუწერა, თავად კი კატასტროფის ზონას 8 ქულით დაშორდა. ეს იყო სტუმარი გუნდის მიჯრით მე-7 მარცხი, რამაც ალან პარდიუს კრებული მთელი 10 ქულით დააცილა იმ ადგილს, საიდანაც სამშვიდობოს გადიან.

"ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ საკმარისი იყო, რამდენიმე შეცდომა დაგვეშვა, რომ მაშინვე დავისაჯეთ. ეს არის არა მარტო ამ მატჩის, არამედ ჩვენი გუნდის მთელი ამ სეზონის ისტორია. ჩემი მომავალი? ამაზე ყოველ კვირას მეკითხებიან. მე წასვლას არ ვაპირებ, რადგან აქ 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს და ვალდებული ვარ, პატივი ვცე ამ კონტრაქტს, ვიდრე არ მეტყვიან, რომ აღარ უნდა გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ", - თქვა პარდიუმ.

"ევერტონმა" ზედიზედ 5 საგარეო მარცხის შემდეგ პირველად (13 დეკემბრის შემდეგ) გაიმარჯვა გასვლით შეხვედრაში. თოვლით დაფარულ Bet365-ზე დუბლი შეასრულა ჯენქ თოსუნმა, რომელიც ბოლო 3 მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ერთ დროს მიდლსბროელი თუნჯაი ჩანლის შემდეგ (2008, "ასტონ ვილასთან") ის პირველი თურქი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში დუბლი მიითვალა.

ბოლო 8 ტურში (5 წაგება, 2 ფრე) პირველი თამაში მოიგო "კრისტალ პალასმა" და გასავარდნი ზონიდან ამოძვრა. გახარებულმა როი ჰოჯსონმა ამ გამარჯვებას "სასიცოცხლოდ აუცილებელი" უწოდა და მართალიც იყო.

ფაქტები
  • "ბორნმუთმა" 16 ქულა მოაგროვა იმ თამაშებში, რომლებსაც თავიდან აგებდა, "ვესტ ბრომვიჩმა" კი 24 ქულა დაკარგა იმ მატჩებში, რომლებშიც თავად იყო დაწინაურებული.
  • ჯეი როდრიგესის გოლი იყო პირველი - "ვესტ ბრომვიჩის" საგარეო მატჩებში ბოლო 402 წუთში.
  • ჯუნიორ სტანისლასმა ("ბორნმუთი") პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა - უფრო მეტი, ვიდრე წინა 19 თამაშში.
  • 2008/09 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "სტოკმა" პრემიერლიგის ერთ სეზონში ორივე მატჩი წააგო "ევერტონთან".
  • "სტოკს" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში.
  • "ჰადერსფილდმა" მიმდინარე პრემიერლიგის 17 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა.

პრემიერლიგა. XXXI ტური
ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 0:1 როდრიგესი (49), 1:1 იბე (77), 2:1 სტანისლასი (89)

ჰადერსფილდი-კრ. პალასი 0:2
გოლები: 0:1 ტომკინსი (23), 0:2 მილივოიევიჩი (68-პენ)

სტოკი-ევერტონი 1:2
გოლები: 0:1 თოსუნი (69), 1:1 ჩუპო-მოტინგი (77), 1:2 თოსუნი (84)
გაძევება: ადამი (30. ევერტონი)

ლივერპული-უოტფორდი 5:0
გოლები: 1:0 სალაჰი (4), 2:0 სალაჰი (43), 3:0 ფირმინო (50), 4:0 სალაჰი (77), 5:0 სალაჰი (85)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჯანი (27. მილნერი), ჰენდერსონი, ვეინალდუმი (71. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - სალაჰი, მანე, ფირმინო (79. ინგსი).

ბომბარდირები: 28 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
31 მარტი: კრისტალ პალასი-ლივერპული, ბრაიტონი-ლესტერი, მანჩესტერ იუნ-სუონსი, ნიუკასლი-ჰადერსფილდი, უოტფორდი-ბორნმუთი, ვესტ ბრომვიჩი-ბარნლი, ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი, ევერტონი-მანჩესტერ სიტი

1-ლი აპრილი: არსენალი-სტოკი, ჩელსი-ტოტენჰემი

ასოციაციის თასი. 1/4-ფინალი
სოუნსი-ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 ერიქსენი (11), 0:2 ლამელა (45), 0:3 ერიქსენი (62)
ტოტენჰემი (4-3-3): ვორმი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - სისოკო, დაიერი, ერიქსენი - ლუკას მოურა (73. ლორენტე), ლამელა (81. ალი), სონი.

მანჩესტერ იუნ-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (37), 2:0 მატიჩი (84)
მანჩესტერი (4-2-3-1): რომერო - ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, შოუ (46. იანგი) - მაკტომინი, მატიჩი - მატა (74. რაშფორდი), ლინგარდი (89. ფელაინი), მარსიალი - ლუკაკუ.


უიგანი-საუთჰემპტონი 0:2
გოლები: 0:1 ჰოიბერგი (62), 0:2 სედრიკი (90)
გამოუყენებელი პენალტი: გაბიადინი (73. საუთჰემპტონი)

ლესტერი-ჩელსი 1:1, დდ 1:2
გოლები: 0:1 მორატა (42), 1:1 ვარდი (76), 1:2 პედრო (105)
ჩელსი (3-4-2-1): კაბალიერო - ასპილიკუეტა, კრისტენსენი (101. კეჰილი), რიუდიგერი - მოზესი, კანტე, ბაკაიოკო (46. ფაბრეგასი), ალონსო - ვილიანი (92. პედრო), აზარი - მორატა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული