"საუთჰემპტონმა" ნორვეგიელი ფორვარდი იყიდა, სერბი ნახევარმცველი კი გაუშვა

AutoSharing Option
"საუთჰემპტონმა" "ბაზელიდან" 16 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ 23 წლის ფორვარდი მოჰამედ ელიოუნოსი შეიძინა.

ნორვეგიელი შემტევი შვეიცარიულ კლუბში ორი სეზონის განმავლობაში ირიცხებოდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 83 შეხვედრაში თავი 23 გოლითაც გამოიჩინა.

დღეს "საუთჰემპტონთან" დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გავრცელდა. კლუბი სერბმა დუშან ტადიჩმა დატოვა, რომელიც ამსტერდამის "აიაქსს" 10 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული