ოფიციალურად: "ჩელსიმ" კონტე გაუშვა და სარის დღეს, ანდაც ხვალ წარადგენს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ანტონიო კონტე კლუბის მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

"არისტოკრატებმა" იტალიელ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს და შემდგომში წარმატებები უსურვეს.

გავრცელებული ცნობით, "ჩელსი" ახალ დამრიგებელს დღეს, ანდაც მაქსიმუმ, ხვალ წარადგენს.

ახალი ამბავი არაა, რომ ის მაურისიო სარი იქნება. "ნაპოლის" ყოფილ მწვრთნელთან ერთად "სტემფორდ ბრიჯზე" ჟორჟინიო და გონსალო იგუაინიც მივლენ.

alt"ჩელსის" მენეჯერს კონტეს 11-მილიონიანი კომპენსაცია ეკუთვნის და აბრამოვიჩი მის გადაყენებას ვერ ახერხებს?

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვნახოთ ერთი სარი რას იზამს პრემიერ ლიგაში
იმერელი
14:47 13-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული