რატომ ცრუობს კლოპი? - "ლივერპული" კიდევ ერთ ძვირადღირებულ ტრანსფერს გეგმავს

AutoSharing Option
"რომას" მეკარის ალისონის შეძენის შემდეგ "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულში მეტს აღარავის არ იყიდიან. თუმცა, ESPN-ი საპირისპიროს ამტკიცებს.

კერძოდ, "წითლები" კიდევ ერთ მოთამაშეს დაიმატებენ და ეს ტრანსფერი ძვირადღირებული იქნება, თანაც ძალიან ძვირადღირებული, მაგრამ არ კონკრეტდება ვის შეიძენენ.

ამ ზაფხულში მერსისაიდულმა კლუბმა ალისონის (62.5 მილიონი ევრო) გარდა ფაბინიო (45 მლნ), ნაბი კეიტა (60 მლნ) და ჯერდან შაქირი (14.7 მლნ) იყიდა.

ასე რომ, ახალ სეზონში "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერი იქნება.

altალისონის "ლივერპულში" ტრანსფერში დიდი როლი მოჰამედ სალაჰმა ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული