იურგენ კლოპი: არასოდეს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რასაც სოციალურ ქსელებში წერენ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მხარი დაუჭირა თავისი გუნდის გოლკიპერს ლორის კარიუსს. მან ყურადღება გაამახვილა იმ ზიზღსა და აგრესიაზე, რომელიც სოციალური ქსელებიდან მოდის (ასე რომ, ეს მარტო "ქართული ფენომენი" როდია).

"ფეხბურთი ასეთია და ლორისი კარგ მეკარედ რჩება. არასოდეს არ მესმოდა, რატომ უსტვენდნენ ფეხბურთელებს წინასასეზონო სპარინგებისას.

არასოდეს არ მიმაჩნდა იმ ხალხის მოსმენა მართებულად, რომლებიც თავიანთ სახეს არ აჩენენ. თუ თქვენ ჩემით უკმაყოფილო ხართ, პირში მითხარით. არასწორია აქედან გასულმა ადამიანმა სმარტაფონით ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და კიდევ სადღაც რაღაცები წეროს.

რა თქმა უნდა, ის ვინც
სახლიდან ამას წერს, არ ფიქრობს იმ ადამიანზე, რომელზეც პოსტებს დებს. ეს მარტო ლორისის შემთხვევას არ ეხება.

მათ ჰგონიათ, ამ დროს ძალაუფლება გააჩნიათ, მაგრამ ძალაუფლება ორსახოვანია. ასეთ რამეებს უბრალოდ, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ", - განუცხადა კლოპმა Liverpool Echo-ს.

altიურგენ კლოპმა ხოსეპ გვარდიოლას პრესკონფერენცია შეაწყვეტინა [VIDEO]

altრატომ ცრუობს კლოპი? - "ლივერპული" კიდევ ერთ ძვირადღირებულ ტრანსფერს გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული