მაურიციო სარი: "ჩელსისგან" "ნაპოლის" გაკეთებას არ ვაპირებ

AutoSharing Option
პრემიერლიგის პირველ ტურში "ჰადერსფილდის" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ჩელსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გააკეთა.

"არ მინდა შევქმნა კიდევ ერთი "ნაპოლი". მინდა შევქმნა კარგი "ჩელსი". პატივი უნდა ვცე ფეხბურთელთა შესაძლებლობებს, მე თვითონ უნდა მოვახდინო მათ და ინგლისის ჩემპიონატის სტილთან ადაპტირება. ახლა მე ჩემს მოთამაშეებს ვსწავლობ.

კურტუას ძალად დატოვება არ შეიძლებოდა. ერთი კარგი მეკარე მეორე კარგი მეკარით შევცვალეთ. ამას გარდა, ახალგაზრდა მატეო კოვაჩიჩი დავიმატეთ. ეს ბიჭი ძალიან პერსპექტიულია. იგივეს ვიტყვი ჟორჟინიოზეც. რა თქმა უნდა, რაღაცებზე გული დამწყდა, მაგრამ სატრანსფერო ფარნჯრის დახურვისას ეს ყოველთვის ასეა".

alt

"ჩელსიმ" "ჰადერსფილდი" 3:0 დაამარცხა [VIDEO]

altმაურიციო სარი: თავიდან ჩავარდნები გვექნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული