"ჰადერსფილდის" ფეხბურთელმა ავტოგოლი ლამის ცენტრიდან გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჰადერსფილდის" ფეხბურთელმა ჟუნინიო ბაკუნამ კურიოზული ავტოგოლი გაიტანა.

ბაკუნამ "სტოკთან" ლიგის თასის მატჩში გოლი საკუთარ კარში ლამის მოედნის ცენტრიდან გაიტანა. საბოლოოდ, "ჰადერსფილდი" გათამაშებიდან გავარდა.

საერთოდ კი, "ჰადერსფილდს" ცუდი დროება უდგას. ჯერ იყო, შინ ლონდონის "ჩელსისთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდა, შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 6:1 დაამარცხა; ამასთან ერთად, შინ პრემიერლიგის ახალწვეულ "კარდიფს" ვერ მოუგო და 3 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

რაც შეეხება ბაკუნას, ის 21 წლის ჰოლანდიელია, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ზაფხულში კლუბმა ის "გრონინგენიდან" 2.5 მლნ ევროდ იყიდა.
აღსანიშნავია, რომ "სტოკთან" მისი სადებიუტო მატჩი იყო.

მომდევნო მატჩს "ჰადერსფილდი" სტუმრად "ევერტონთან" გამართავს.

alt"მანჩესტერ სიტიმ" "ჰადერსფილდი" გაანადგურა, აგუერომ ჰეთ-თრიკი შეასრულა [VIDEO]

alt"ჩელსიმ" "ჰადერსფილდი" 3:0 დაამარცხა [VIDEO]

altშანა სონკი - "ჰადერსფილდის" გმირის მშვენიერი მეგობარი გოგონა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეკარის სინდისზეა ეს გოლი. :)
ასკა
17:22 30-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული