ბაკუნამ "სტოკთან" ლიგის თასის მატჩში გოლი საკუთარ კარში ლამის მოედნის ცენტრიდან გაიტანა. საბოლოოდ, "ჰადერსფილდი" გათამაშებიდან გავარდა.
საერთოდ კი, "ჰადერსფილდს" ცუდი დროება უდგას. ჯერ იყო, შინ ლონდონის "ჩელსისთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდა, შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 6:1 დაამარცხა; ამასთან ერთად, შინ პრემიერლიგის ახალწვეულ "კარდიფს" ვერ მოუგო და 3 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს.
რაც შეეხება ბაკუნას, ის 21 წლის ჰოლანდიელია, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ზაფხულში კლუბმა ის "გრონინგენიდან" 2.5 მლნ ევროდ იყიდა. აღსანიშნავია, რომ "სტოკთან" მისი სადებიუტო მატჩი იყო.
მომდევნო მატჩს "ჰადერსფილდი" სტუმრად "ევერტონთან" გამართავს.
"მანჩესტერ სიტიმ" "ჰადერსფილდი" გაანადგურა, აგუერომ ჰეთ-თრიკი შეასრულა [VIDEO]
"ჩელსიმ" "ჰადერსფილდი" 3:0 დაამარცხა [VIDEO]
შანა სონკი - "ჰადერსფილდის" გმირის მშვენიერი მეგობარი გოგონა [PHOTO]