ლივერპულის დიდებული სტარტი - 5-დან 5 მოგება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-5 ტურში "ლივერპულმა" მე-5 გამარჯვება მოიპოვა.

ასეთი წარმატებული სტარტი მერსისაიდულ გუნდს აქამდე ორჯერ ჰქონდა - 1978 და 1990 წლებში.

"წითლებმა" ლონდონში "ტოტენჰემს" 2:1 სძლიეს. მატჩს "უემბლიზე" 80 188 მაყურებელი დაესწრო.

ანგარიში 39-ე წუთზე ჯორჯინო ვეინალდუმმა გახსნა, შესვენების შემდეგ რობერტო ფირმინომ მეორე დალაშქრა უგო ლორისის ნაცვლად მოთამაშე მიშელ ვორმის კარი.

74-ე წუთზე ფირმინომ იან ვერტონგენთან შეჯახებისას თვალი იტკინა და მოედანი დატოვა.

კომპენსირებულ დროში კი კრისტიან ერიკსენმა ერთი გოლი გაქვითა.

18 სექტემბერს იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს მასპინძლობს.

ტოტენჰემი:
ვორმი,
ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, დაიერი (ვანიამა 83), უინკსი (სონი 73), დემბელე (ლამელა 60), ერიკსენი, მოურა, კეინი

ლივერპული:
ალისონი, ალეკსანდრ-არნოლდი (მატიპი 90), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, მილნერი, ვეინალდუმი, კეიტა (სტარიჯი 83), სალაჰი, ფირმინო (ჰენდერსონი 74), მანე

alt"ლივერპულმა" პრემიერლიგაზე ზიდიზედ მეოთხე მატჩი მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლივერპული ჯგუფში ჩარჩება ან მესამეზე გავა (და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს) და აქცენტს პრემიერ ლიგაზე გადაიტანს და აიხდენს დიდი ხნის ოცნებას
ტოტტი
19:57 15-09-2018
5
ერიქსენმა არა ლამელამ გაიტანა ერიქსენის პასით
ტოტტი
17:45 15-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული