გვარდიოლა: წიგნის კითხვა მიყვარს, მაგრამ ვხსნი თუ არა, "ლივერპული" და კლოპი მახსენდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლივერპულში ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლექციაზე იმაზე ისაუბრა, თუ რას აკეთებს თავისუფალ დროს.

"მიყვარს კითხვა, მაგრამ არ ვკითხულობ. წიგნს ვხსნი და... "ლივერპულსა" და კლოპზე ვიწყებ ფიქრს - კონცენტრაციას ვერ ვახერხებ. ამბობენ, რომ წიგნებს ვკითხულობ, სინამდვილეში ასე არაა. კარგი ბიბლიოთეკა მაქვს, რომლამდე ადრე თუ გვიან მივალ, მაგრამ ჯერ დრო არ მაქვს", - უამბო აუდიტორიას გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულს" შორის მატჩი 2019 წლის 3 იანვარს შედგება. "ქალაქელები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან, ხოლო მერსისაიდელები
მეორეზე არიან და "სიტის" 2 ქულით ჩამორჩებიან.

altპეპ გვარდიოლამ კატალონიის ციხეში დაპატიმრებული პოლიტიკოსები მოინახულა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული