პრემიერლიგა. XIV ტური: მეკარე პიკფორდმა 96-ე წუთზე "ლივერპულს" გამარჯვება "აჩუქა"

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-14 ტურში "ლივერპულმა" 1:0 დაამარცხა "ევერტონი".

მასპინძლები ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას და როდესაც ყველას ეგონა, მატჩი ფრედ დასრულდებოდა, ინგლისის ნაკრების ნაქებმა მეკარე პიკფორდმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და შეცვლაზე შესულმა ორიგიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

"წითლები" მენეჯერი კლოპი მოედანზე შევარდა და თავისი გუნდის მეკარე ალისონს ჩაეხუტა.

ნამატჩევს კლოპმა ბოდიში მოიხადა, თქვა, რომ ემოციები ვერ მოთოკა და სჯობს გოლები უფრო ადრე გაიტანონ, თორემ ასეთი ნერვიულობა ჯენმრთელობისთვის კარგი არაა.

"ლივერპულმა" 36 ქულა დააგროვა და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" ისევ 2 ქულით ჩამორჩება.

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული
- ევერტონი 1:0
გოლი: ორიგი (90+6)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული