ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი "შავ სიაში" შეიყვანა

AutoSharing Option
ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი და "არსენლის" მესაკეუთრე ალიშერ უსმანოვი "შავ სიაში" შეიყვანეს.

ორივე ბიზნესმენს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ახლო ურთიერთობა აქვს.

სიაში ასევე შევიდნენ იგორ სეჩინი, ოლეგ დერიპასკა, არკადი და ბორის როტენბერგები. ეს მონაცემები სპეცსამსახურებებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზეა მეის მიაწოდეს, იტყობინება Telegraph.

სპეცსამსახურების დასკვნაში წერია, რომ ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი ვლადიმირ პუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სპონსორია.

მიმდინარე წელს აბრამოვიჩმა ბრიტანული ვიზის გახანგრძლივება ვერ შეძლო და ისრაელის მოქალაქეობა სასწრაფო წესით მიიღო, თუმცა ლონდონის "ჩელსის" გაყიდვას ჯერ არ
აპირებს.

რაც შეეხება უსმანოვს, მან აგვისტოში ლონდოის "არსენალის" აქციების თითქმის მესამედი ნაწილი გაყიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული