დავიდ ლუისი "ჩელსის" ზაფხულში დატოვებს

AutoSharing Option
ზაფხულში ბრაზილიელ მცველს დავიდ ლუისს კონტრაქტი დაუსრულდება და ძალზედ მცირეა იმის ალბათობა, რომ "ჩელსიში" დარჩება.

ის მალე 32 წლის გახდება, "არისტოკრატებს" კი არ უყვართ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებისთვის კონტრაქტის გაგრძელება.

"სანის" ცნობით, დავიდს შესაძლოა, ხელშეკრულების მხოლოდ ერთი სეზონით გახანგრძლივება შესთავაზონ, რაც არ აწყობს და სავარაუდოდ გუნდს გამოიცვლის.

რაც "ჩელსის" მაურიციო სარი ჩაუდგა სათავეში, ლუისი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და მისი გაშვების წინააღმდეგია.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული