პრემიერლიგა. XXIX ტურის წინ: დერბების ტური და "ფულჰემი" უმწვრთნელოდ

AutoSharing Option
ლონდონური დერბი ტურის მთავარი მატჩია. "ტოტენჰემი" და "არსენალი" ოთხეულისთვის იბრძვიან. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რა ისტორიული მტრობა და მეტოქეობაა ამ ორ გუნდს შორის და ესაა ლონდონური დერბის მთავარი მარილი.

"არსენალს" მიზნად ოთხეულში მოხვედრა აქვს დასახული. "დეზებს" კი ამ ბრძოლაში თითქოს თავი ქუდში აქვთ, მაგრამ... ეშმაკს არ სძინავსო, ნათქვამია და პრემიერლიგის რიტმსაც თუ გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ ქულების დაგროვება ზედმეტი არასდროს არის.

ჩემპიონატის ლიდერი "ლივერპული" დერბის ითამაშებს "ევერტონთან", რაც "მანჩესტერ სიტისთვის" გარკვეული შანსია, კიდევ შეამციროს სხვაობა ან სულაც გააბათილოს. ცხადია, მერსისაიდულ დერბიში
იოლად არავინ არაფერს დათმობს. არადა, "ლივერპულს" ჰაერივით სჭირდება ქულები.

"მანჩესტერ სიტი" კი გადის ბორნმუთში. რა თქმა უნდა, რთული თამაშია ერთ-ერთი ლიდერისთვის, მაგრამ მანჩესტერული კლუბი ახლა კარგ ფორმაშია (ნუ გავამახვილებთ ყურადღებას "ვესტ ჰემთან" მოკრძალებულ გამარჯვებაზე), რომ მოგების გარდა სხვას ვერაფერს დაგეგმავს. ამას ავალდებულებს პეპ გვარდიოლას გუნდს სატურნირო მდგომარეობა. ჩემპიონობა ისევ ძალიან რეალურია.

"ჩელსი" შიდაკონფლიქტებითაა მოშლილი და მორყეული. ამის მიუხედავად, მაურიციო სარის გუნდს სრულიად ხელეწიფება გამარჯვება "ფულჰემთან" ლონდონურ დერბიში. ეგაა, "ქრივენ ქოთიჯის" მკვიდრთ საქმე ძალიან ცუდად მიუდით. გუშინ თანამდებობიდან დაითხოვეს კლაუდიო რანიერი. თუმცა პრემიერლიგის დატოვება ჯერჯერობით ძალიან რეალურ პერსპექტივად რჩება.

"მანჩესტერ იუნაიტედს" თითქოს პრობლემები არ უნდა შეექმნას "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში, მაგრამ საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არის. ჯერ ერთი, "იუნაიტედის" ლაზარეთი სავსეა, და მეორეც - ბოლო ორი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ფრედ დასრულდა.

მოკლედ, ოლე გუნარ სულშერის გაწვრთნილ გუნდს დიდი ბრძოლა მოუწევს 3 ქულის მოსაპოვებლად. ვნახოთ, იქნებ იქამდე "იუნაიტედის" რამდენიმე მოთამაშეც გამოჯანმრთელდეს.

ფაქტები
  • ბოლო შეხვედრაში "არსენალმა" 4:2 მოუგო "ტოტენჰემს".
  • "მანჩესტერ სიტიმ" მიჯრით 7 შეხვედრაში აჯობა "ბორნმუთს".
  • "ბრაიტონისა" და "ჰადერსფილდის" ბოლო ორ შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა.
  • "ჩელსიმ" ზედიზედ 4 თამაში მოუგო "ფულჰემს".
  • "ევერტონისა" და "ლივერპულის" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XXIX ტური
შაბათი, 2 მარტი
ტოტენჰემი-არსენალი 16:30
ბორნმუთი-მანჩესტერ სიტი 19:00
ბრაიტონი-ჰადერსფილდი 19:00
ბარნლი-კრისტალ პალასი 19:00
მანჩესტერ იუნ-საუთჰემპტონი 19:00
ვულვზი-კარდიფი 19:00
ვესტ ჰემი-ნიუკასლი 21:30

კვირა, 3 მარტი
უოტფორდი-ლესტერი 16:00
ფულჰემი-ჩელსი 18:05
ევერტონი-ლივერპული 20:15

ბომბარდირები: 18 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 16 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 15 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 14 - სადიო მანე (ლივერპული); 12 - ედენ აზარი (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული