"ჩელსიმ" ედენ აზარის დუბლით "ვესტ ჰემს" სძლია და მესამე ადილზე დამკვიდრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აპრილს, პრემიერლიგის 33-ე ტურში "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ვესტ ჰემი".

დუბლი ნახევარმცველმა ედენ აზარმა შეასრულა. განსაკუთრებით ლამაზი მის მიერ სოლო-რეიდის შემდეგ გატანილი პირველი გოლი იყო.

"ჩელსი" 66 ქულით მესამე ადგილზეა და 14 აპრილს, შემდეგ ტურში, "ენფილდზე" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

აზარი გოლი+პასის სისტემით ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერია - 16 გოლი და 12 პასი მიითვალა.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი".
ჩელსი - ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 აზარი (24), 2:0 აზარი (90)

მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდო და მესი თავისთავად და მერე აზარი მომწონს ძალიან
გოგა
16:46 09-04-2019
0

სიახლეები პოპულარული