პრემიერლიგის 33-ე ტურში, "ვესტ ჰემთან" ნამატჩევს (2:0) BBC-ისთან კომენტარი "ჩელსის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა გააკეთა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
"ვფიქრობ, მაგრად ვითამაშეთ. "ვესტ ჰემი" შესანიშნავი გუნდია და ადვილი მატჩი არ გვქონდა. მათ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა და ორი გოლი გავიტანეთ.
პირველი გოლი რაღაც განსაკუთრებული იყო. ბურთს დავეუფლე და წინ წავიწიე. საჯარიმოში მცველი ბრძოლას მოერიდა, რადგან შეიძლებოდა პენალტი აეკიდებინა.
შესაძლოა, გამიმართლა. სწრაფად მინდოდა დამერტყა. ძალიან გამიხარდა, როდესაც ბურთი ბადეში დავინახე. დაბალი ვარ და მაღალი მცველების წინააღმდეგ თამაში გამომდის. მათ უჭირთ
"ვესტ ჰემის" გულშემატკივრები მღეროდნენ, რომ "რეალში" გადავდივარ? ისინი ცდებიან. სეზონის ბოლომდე "ჩელსიზე" ვარ კონცენტრირებული. მინდა, ოთხეულში მოვხვდეთ და ევროპა ლიგა მოვიგოთ. კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ვნახოთ.
კარგ ფორმაში ვართ. ზედიზედ სამი გამარჯვება ვიზეიმეთ".