დავიდ დე ხეა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მეკარე გახდება

AutoSharing Option
"ტელეგრაფის" ცნობით, მეკარე დავიდ დე ხეა "მანჩესტერში" დარჩება.

ესპანელი "მანიუსთან" კონტრაქტს 6 წლით გაახანგრძლივებს, წლიურ გასამრჯელოდ 19.5 მილიონ ფუნტს მიიღებს და მსოფლიოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი გოლკიპერი გახდება.

დე ხეას ხელშეკრულებას გუნდის აშშ-ს ტურნედან დაბრუნებისთანავე გაუგრძელებენ.

28 წლის დე ხეა "იუნაიტედის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 38 მატჩში 50 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული