გარი ნევილი: აი, ნახავთ, სალაჰი "ლივერპულს" 1 წელში დატოვებს

AutoSharing Option
Sky Sports-ის ექსპერტმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა "ლივერპულის" ვარსკვლავის, მოჰამედ სალაჰის მომავლის შესახებ ისაუბრა.

"შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ უახლოესი 12 თვის განმავლობაში სალაჰი "ლივერპულს" დატოვებს. ამას ვხედავ და ვგრძნობ, ჩემი კოლეგა ჯეიმი კარაგერი კი ამაში მეთანხმება. ეს მოხდება, ამის გარანტიას გაძლევთ", - თქვა ნევილმა Mail Online-თან საუბარში.

სალაჰმა ნევილს მომენტალურად უპასუხა: "ლივერპულში" ბედნიერი ვარ, როგორც კლუბში, ისე ქალაქში. მიყვარს ფანები, მათ კი მე ვუყვარვარ. ამაზე უკეთესს ვერ ინატრებ", - თქვა ეგვიპტელმა.

27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში უკვე
4 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, მან 108 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 72 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაბოღმილი ნევილი. ვითომ ექსპერტი
ოდდსპორტალი
20:54 21-08-2019
0

სიახლეები პოპულარული