ლივერპულის "ევერტონმა" გაავრცელა განცხადება მათი გუნდის პორტუგალიელი ნახევარმცველის, ანდრე გომეშის მდგომარეობის შესახებ.
"ევერტონი" ადასტურებს, რომ ჩვენი კლუბის ფეხბურთელ ანდრე გომეშს მოტეხილ ფეხზე ოპერაცია გაუკეთდება. მას შემდეგ, რაც მოედანი დატოვა, "ევერტონის" ექიმთა თანხლებით ანდრე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. შესაბამისი დათვალიერების შემდეგ დადასტურდა, რომ მოთამაშეს ფეხი კოჭში აქვს მოტეხილი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ანდრე გომეშს ფეხი "ტოტენჰემის" კორეელმა ნახევარმცველმა ჰენ მინ სონმა მოსტეხა გუშინ, 3 ნოემბერს, პრემიერლიგის ეგიდით გამართულ მატჩში. ანდრე გომეში "ევერტონს" "ბარსელონადან" შეუერთდა.
10:09 04-11-2019
"ევერტონმა" ანდრე გომეშის საშინელი ტრავმის შესახებ განცხადება გააკეთა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული