"მანჩესტერის" ფეხბურთელები დარწმუნებულნი არიან, რომ პოლ პოგბამ მათ გუნდში აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
ნახევარმცველმა პოლ პოგბამ შესაძლოა, "მანჩესტერში" უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა.

გუნდის ფეხბურთელები და კლუბის ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ პოგბა მათ გუნდში აღარ ითამაშებს, - იუწყება "მირორი".

26 წლის ფეხბურთელს 30 სექტემბრის შემდეგ არ უასპარეზია, როდესაც ტრავმა მიიღო. მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერს მისი იმედი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა თავად პოგბა იანვარში გუნდის გამოცვლას აპირებს. მისი შეძენის სურვილი "რეალს" აქვს.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 5 მატჩში მან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" პოგბას იანვარში არ გაყიდის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალს ამისთანები ოხრად ყავს ძუ ზიზუმ არგაიგიჟა თავი.მაგრამ არამგონია ვალვერდე კაი ბიჭია ათი თავით აჯობებს ამას
თემური
20:43 21-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული