იურგენ კლოპი: ყველაფერი ფირმინოს ჯადოქრობამ გადაწყვიტა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 24-ე ტურში "ვულვერჰემპტონის" დამარცხების (2:1) შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"დღეს ორჯერ თუ სამჯერ შევცვალეთ ჩვენი სისტემა. მეტოქე მოედნის ბოლო მესამედზე ბურთის გათამაშების საშუალებას არ გვაძლევდა, რაც შემდეგ მათ კონტრშეტევების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა. თუმცა, ბობი ფირმინოს შესრულებით ჯადოსნურმა მომენტმა ყველაფერი გადაწყვიტა!

ჯერ არ ვიცით, რამდენად სერიოზულია მანეს ტრავმა. მოედნიდან მისი გასვლის შემდეგ 4-3-3-ზე გადაწყობა მოგვიწია. შედეგად, ერთი ფეხბურთელი არ გვყოფნიდა, რათა უკნიდან ეფექტურად გვეთამაშა. უნდა დავლოდებოდით, ვინ გამოიჩენდა თავს და ეს კვლავ ბობი აღმოჩნდა", - ციტირებს კლოპს
პრემიერლიგის ოფიციალური საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული