"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა პოლ პარკერმა ნახევარმცველ პოლ პოგბაზე ისაუბრა.
"პოლ პოგბა გუნდისთვის ძალიან მავნებელია. მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ ამის დემონსტრირება საშუალოდ ათიდან ერთ მატჩში შეუძლია.
ვთვლი, რომ ახლავე უნდა გაყიდონ. ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება გაუჭირდება. ლუკაკუმ "ინტერში" ბევრი გოლი გაიტანა და მისი გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო.
აგენტი ამბობს, რომ "იუვენტუსი" პოგბას სახლია. ისე გამოდის, სახლიდან სამოგზაუროდ გაემგზავრა და უკან დაბრუნება უნდა. გარედან ეს სიტუაცია ასე მოჩანს", - ციტირებს პარკერს "დეილი მეილი".