"ტელეგრაფის" ცნობით, არაა გამორიცხული, კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, ბრიტანეთის მთავრობამ სპორტული შეჯიბრებები შეაჩეროს.
სპორტული ტურნირები შეიძლება ორი თვით ან უფრო ხანგრძლივი ვადით შეაჩერონ. თუ ეს მოხდა, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ "ლივერპული" ჩემპიონი გახდეს, ვინაიდან ზოგიერთი მატჩი აღარ ჩატარდება.
თუ შეჯიბრებები შეჩერდა, პრემიერლიგის ხელმძღვანელობა კრებაზე გადაწყვეტს, ჩემპიონატის ჩატარებული მატჩების შედეგები ძალაში დატოვოს თუ გააუქმოს.
დიდ ბრიტანეთში 28 თებერვლის მონაცემებით კორონავირუსის 19 შემთხვევა დაფიქსირდა.
22 ტურის შემდეგ "ლივერპული" მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით უსწრებს.
დიდ ბრიტანეთში 28 თებერვლის მონაცემებით კორონავირუსის 19 შემთხვევა დაფიქსირდა.
22 ტურის შემდეგ "ლივერპული" მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით უსწრებს.