მარცხიც ამას ჰქვია - "ლივერპული" ერთ-ერთ აუტსაიდერთან განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 28-ე ტურში "ლივერპული" გასვლაზე სენსაციურად 0:3 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "უოტფორდთან".

დუბლი და საგოლე გადაცემა 22 წლის სენეგალელმა თავდამსხმელმა ისმაილა სარიმ მიითვალა.

ასე შეწყდა ინგლისის პირველობაზე "წითლების" 44-მატჩიანი წაუგებელი სერია - იურგენ კლოპის გუნდმა "არსენალის" რეკორდის დამხობა ვერ შეძლო.

"ლივერპულმა" მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მარცხი განიცადა, 79 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით უსწრებს და 7 მარტს "ბორნმუთს" უმასპინძლებს.

უოტფორდი. "ვიკარეჯ როუდი". 21 634 მაყურებელი
უოტფორდი - ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 სარი (54), 2:0 სარი (60), 3:0 დინი (72)

მკითხველის კომენტარები / 3 /
დედა ეს რა მომხვდარა არაუშავს. ხდება ხოლმე
macbook pro
00:30 01-03-2020
2
ჯერ ასე აშკარად გაკეტებული ტამაშ
ი არ მინახავს კარგატ დაააკვირდიტ გოლებს
levani
01:48 01-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული