პრემიერლიგის 28-ე ტურში "ლივერპული" გასვლაზე სენსაციურად 0:3 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "უოტფორდთან".
დუბლი და საგოლე გადაცემა 22 წლის სენეგალელმა თავდამსხმელმა ისმაილა სარიმ მიითვალა.
ასე შეწყდა ინგლისის პირველობაზე "წითლების" 44-მატჩიანი წაუგებელი სერია - იურგენ კლოპის გუნდმა "არსენალის" რეკორდის დამხობა ვერ შეძლო.
"ლივერპულმა" მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მარცხი განიცადა, 79 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით უსწრებს და 7 მარტს "ბორნმუთს" უმასპინძლებს.
უოტფორდი. "ვიკარეჯ როუდი". 21 634 მაყურებელი
უოტფორდი - ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 სარი (54), 2:0 სარი (60), 3:0 დინი (72)
ი არ მინახავს კარგატ დაააკვირდიტ გოლებს