კალუმ ჰადსონ-ოდოი: კორონავირუსისგან განვიკურნე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ-ოდოი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს:

"თავს კარგად ვგრძნობ. ვირუსი მქონდა, რომლისგანაც უკვე განვიკურნე. მშვენიერ ფორმაში ვარ. მინდა ფეხბურთი მალე განახლდეს. ვისურვებდი, რომ ახლავე მათამაშონ, მაგრამ პანდემია ჯერ მხოლოდ იზრდება. ასე რომ, უბრალოდ მინდა, ყველა ჯანმრთელი იყოს.

ფეხბურთელებს მინდორზე გასვლის და გულშემატკივრის გაბედნიერების სურვილი გვაქვს." - ციტირებს ჰადსონს "ჩელსის" პრესსამსახური.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული