"ლივერპულს" კორონავირუსის კიდევ უფრო შეეშინდა და ვერნერთან მოლაპარაკებებში პაუზა ითხოვა

AutoSharing Option
The Guardian-ის ცნობით, "ლივერპული" "ლაიპციგის" ფორვარდ ტიმო ვერნერთან მოლაპარაკებებში დროებით პაუზას აიღებს.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელებმა 24 წლის ფორვარდის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ უნდა დაფიქრდნენ, ღირს თუ არა, ოფიციალური წინადადებით მიმართონ ფეხბურთელს. "ლივერპულს", პირველ რიგში, სურს გაიგოს კორონავირუსის პანდემიის გავლენის შედეგი უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა, შესაძლოა, გრანდებს მსხვილ გარიგებებში ხელი შეუშალოს და სერიოზული ფინანსური ზარალი მოუტანოს. შესაბამისად, "ლივერპული" ჯერჯერობით აჩერებს მოლაპარაკებებს. შეგახსენებთ, ვერნერით უშუალოდ გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპია დაინტერესებული.

თავის მხრივ, ფეხბურთელი თანახმაა "ლაიპციგის" დატოვებაზე. მისი კონტრაქტის გამოსყიდვა ინგლისელებს
60 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

მიმდინარე სეზონში ვერნერმა 36 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული