გარი ნევილი: ვინღა გადაიხდის პოგბაში 80-100 მილიონს?

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, ნახევარმცველ პოლ პოგბას მომავალზე ისაუბრა.

"მთელი სეზონი პოგბა "მანჩესტერისგან" განზოგადოებულივით იყო. ბევრ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი, მისი აგენტი სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდა.

ახლა საინტერესოა, კორონავირუსის პირობებში და საფეხბურთო ეკონომიკის გადატვირთვისას რა მოხდება. ვინ მოინდომებს პოგბას ტრანსფერში 80-100 მილიონი ფუნტის გადახდას? რომელი კლუბია მზად გადაუხადოს უზარმაზარი ხელფასი?

მე პოლის დამსახურებაზე კი არა, არამედ იმ ეკონომიკურ სიტუაციაზე ვლაპარაკობ, რომელშიც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა", - განუცხადა გარი ნევილმა Sky Sports-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რუსებს სკლეროზი რომ აქვთ ახალი არაა. მათ დაავიწყდათ 95 წლის ჩემპიონ ვლადიკავკაზის სპარატკში მოთამაშე ქართველები. სადაც ნახევარ გუნდზე მეტი იყვნენ ჩვენები. საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო რუსეთის კვალობაზე.
G.LA
16:14 09-05-2020
0
ამ შემთხვევაში მართალია. პოგბამ თავისი მაქსიმუმი უკვე გამოავლინა და ეს იუვენტუსში მოხდა. მერე მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.აშკარად ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ნამდვილად არ არის იმ ვარსკვლავების დონეზე, როგორებიც იყვნენ ზიდანი, ანრი, ვიეირა ან ტიურამი.
: )))))))
13:36 09-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული