ვან დეიკი "ლივერპულის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება?

AutoSharing Option
ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დეიკი "ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ის ყოველ კვირას 220 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს. 

ხელშეკრულება 5-წლიანი იქნება და 57 მილიონ ფუნტად შეფასდება, ხოლო ძალაში "ლივერპულის" ოფიციალური ჩემპიონობის შემდეგ შევა.

28 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" ცდილობს, თუმცა მას "წითლების" დატოვება არ სურს. 

შეგახსენებთ, ამ ეტაპისთვის მოჰამედ სალაჰია "ლივერპულის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, რომელიც კვირაში 200 000 ფუნტს გამოიმუშავებს. 

მიმდინარე სეზონში ვან დეიკმა 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ერთხელ პარტნიორს გაატანინა. 

altვან

დეიკი: კარგად ვერ ვთამაშობდი და აკადემიიდან კინაღამ დამითხოვეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული