კლოპი: "ევერტონი" ისე ითამაშებს, რის საშუალებასაც მივცემთ

AutoSharing Option
"ევერტონთან" პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩის წინ "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.

"ფეხბურთელები ცოტა დაძაბულები არიან. მეც ასევე ვარ. პრემიერლიგის განახლება სასიამოვნოა, მაგრამ ზოგიერთი პრობლემა დარჩა. გუშინდელი თამაშების შესახებ ბევრს საუბრობენ - უცნაური გადაწყვეტილებები, მძიმე ტრავმები და ა.შ.

სათამაშოდ მზად ვართ, თუმცა პრობლემებისადმი მზად უნდა ვიყოთ, რამეთუ შეიძლება წარმოიშვას. როგორც ყოველთვის, არაფერი ახალი. "ევერტონთან" საინტერესო დაპირისპირება გველის.

"ევერტონს" ანჩელოტის სახით გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და თავისი განსაკუთრებული გეგმა ექნება. მისი გუნდი ისე ითამაშებს, რის საშუალებასაც მივცემთ. საჭიროა "ლივერპულმა" მათი პრობლემები მოძებნოს და
გამოიყენოს", - განუცხადა კლოპმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული