კლოპის "ლივერპულში" გადასვლა ცოლის დამსახურებაა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფილ ტომპსონმა განაცხადა, რომ მერსისაიდულ კლუბში მისვლამდე იურგენ კლოპს "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტი ჰქონდა.

"მე Sky-სთვის კლოპს ინტერვიუ ჩამოვართვი და ვკითხე, შექმნილნი არიან თუ არა ის და "ლივერპული" ერთმანეთისთვის. მან შემომხედა და მკითხა: "რატომ?"

შემდეგ კი კლოპმა მოჰყვა, თუ როგორ შეეძლო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო, თუმცა მისმა ცოლმა უთხრა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა.

ხოლო, როცა "ლივერპულის" ვარიანტი გამოჩნდა, მეუღლემ იურგენს განუცხადა, რომ ეს სწორი ვარიანტი იქნებოდა. რაღაც უცნაური ამბავია, არადა, თითქოს, ის "ლივერპულისთვისაა" დაბადებული", - განაცხადა
ტომპსონმა.

კლოპის მეუღლე ულა სანდროკი გახლავთ, მწერალი და სოციალური მუშაკი.

მომზადებულია Give Me Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩარ კლოპის მეუღლეს. კარგი ინტუიცია ჰქონია და არა მარტო ინტუიაცია. ლივერპული დიდი ხანი განიცდიდა ვარდნას, მანჩესტერისაგან განსხვავებით. ფერგის წასვლის შემდეგ, რომელიც არც ისე დიდი ხანი გავიდა, ყველა მანჩესტერის გულშემატკივარი ქვეცნობიერედ მოელის ფერგის მიღწევების განმეორებას. ამიტომაც კლოპს გაცილებით ნაკლები წნეხი ჰქონდა ლივერში რაც ნამდვილად მშვენივრად გამოიყენა. ჭკვიანი მეუღლე ყოლია ნამდვილად. მაგრად მომწონს კლოპ როგორც მწვრთნელი და როგორც პიროვნება.
G.LA
13:30 30-06-2020
0

სიახლეები პოპულარული