Le Point & Europe 1-ის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემ ჰოთსპურის" კოტდივუარელი მცველის, სერჟ ორიეს ძმა კრისტოფერი საფრანგეთში ჩაცხრილეს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდას დილით, ქალაქ ტულუზაში, ღამის კლუბთან ახლოს ესროლეს. დაჭრილი კრისტოფერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ასევე, ფრანგული საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, დამნაშავე ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ კიდევ არ არის დაკავებული.
სერჟ ორიე "ტოტენჰემის" რიგებში 2017 წლიდან თამაშობს, იქამდე კი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას იცავდა. 2012-15 წლებში ორიე "ტულუზას" რიგებში თამაშობდა.