ნიკოლას მხიზეს მაშინ ესროლეს, როცა ავტომობილის დაძვრას აპირებდა.
"შემდეგ ტურში დერბი უნდა გვეთამაშა. ამიტომ ოფისში დიდხანს შევყოვნდით, შეხვედრის შემდეგ ერთობლივად ლოცვა აღვავლინეთ. ამის შემდეგ ყველა წამოვედით. რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ნიკოლასმა საუბარი გარეთ განაგრძეს. როცა ისინი ავტომობილებისკენ წავიდნენ, ნიკოლასიც საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა. შემდეგ იყო სროლის ხმა და მისი მანქანა აღარ დაძრულა", - განაცხადა კლუბის პრესსამსახურის უფროსმა.
ნიკოლას მხიზე, გარდა საფეხბურთო კლუბისა, ტაქსის კომპანიას ფლობდა. ამასთან ერთად, რამდენიმე წლის
ქვეყნის სამართალდამცველი უწყებები საქმეს უკვე იძიებენ. შემთხვევა გუშინ, 11 სექტემბერს მოხდა.
რუსეთის უხუცესი ფეხბურთელი შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებისთვის დააპატიმრეს