"სიტი" ამღვრეულ "ბარსელონაში" მესის დაჭერას ცდილობს

AutoSharing Option
ბრიტანული Mirror-ის ცნობით "მანჩესტერ სიტი" მზად არის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესის საკუთარ გუნდში გადმოსაყვანად ნებისმიერი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

"ქალაქელები" ფიქრობენ, რომ მესისა და მისი ყოფილი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლას ერთობლივი მუშაობა გუნდის თამაშსა და შედეგზე დადებითად აისახება. აღსანიშნავია, რომ "სიტი" მზად არის ლეოს სანაცვლოდ იმდენი გადაიხადოს, რამდენიც საჭირო იქნება.

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბაიერნთან" წაგებული (2:8) მატჩის შემდეგ არგენტინელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. 33 წლის არგენტინელი "ბარსას" ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ლეო მესის ამჟამინდელი ხელშეკრულება კატალონიურ
გრანდთან 2021 წლის ივლისამდე აკავშირებს. "სიტის" გარდა, ძალიან ბევრი იწერებოდა მესის მიმართ "ინტერის" ინტერესზე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მესის ხელფასი 50 მილიონი ევროა.ამხელა ხელფასს სულელი ბარსას გარდა არავინ გადაუხდის იმიტომ რომ თავისი თამაშით მაგის ნახევარსაც არ იმსახურებს.ამიტომ ეს ჟურნალისტების მორიგი ფეიკია.
ჯეჯე
17 აგვისტო 2020 00:43
3
ჯეჯე ჯვალოს! მესი, რომ მეტს იმსახურებს შენნაირმა ჯვალოებმმაც (ჯვალო ნიშნავ იატაკის საწმენდ ტილოს) კარგად იციან,მაგრამ ხომ უნდა უკბინოთ ერთადგილზე?
კობა
17 აგვისტო 2020 13:23
0
მესი თუ არ იმსახურებს აბა შენ იმსახურებ?
ddd
17 აგვისტო 2020 08:38
2
სათაური იდეალურია, მომეწონა
მინდია
17 აგვისტო 2020 00:19
1
ვის გინდათ მესი? სოუზისთვის ძვალიც და მყესიც, აბა იაფად! ეხ მესი მესი, შენი დროც დადგა, ამოუხვედი ესპანეთს ყელში. აბა იაფად! იაფად მესი!!!
მხოლოდ ოპტომ, თან ცოცხალი წონა, დაკლულს ფაასი არა აქვსო, თუ კაი ფასი შესთავაზეს, მამენტ დაკლამენ კიდეც...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
16 აგვისტო 2020 18:27
19
მაგის გაყიდვის დრო მოვიდა, მასე ბარსელონა ვერ ითამაშებს.
ddgfdf
16 აგვისტო 2020 17:47
3
ეგრე დადიოდა ქინქი და ნახე მერე რაც დაემართა ეს უბრალოთ კარგათ არის გაპიარებული და მიტომ გაქაჩა ამდენხანს პრემიერ ლიგაში ამას არ გაახარებენ იქ თუარ მოძრაობ ნულია შენი პასი
Gio
16 აგვისტო 2020 17:38
6
რა პრემიერლიგა ღადაობთ. კაცი დადის მოედანზე დოინჯშემოყრილი. ეგ პრემიერლიგის ტემპს გაუძლებს ?
las
16 აგვისტო 2020 13:58
11
უბურთოდ მოძრაობა არასოდეს ყოფილა მაგის სტილი. ბურთს რომ მიიღებს მერე ფეთქდება და აკეთებს სასწაულებს. პრემიერლიგაში უკეთესად ითამაშებს ვიდრე სერია ა-ში. ინგლისში მეტი სივრცეებია
მერე?
16 აგვისტო 2020 14:55
5
დოინჯ შემოყრილი დადის თუ არ დადის, ერთს ისეთ სასწაულს გააკეთებს, რომ ყველაფრად ღირს! ზოგი ორივე ტაიმი დარბის დოღის ცხენივით, მაგრამ გახსენდება კი? ასეა.
las-s
16 აგვისტო 2020 14:30
5
კაით რა მესი უკვე 34 წლის გახდება მალე აღარ უნდა დავასვენოთ ეს კაცი.
dato
16 აგვისტო 2020 13:39
4
დიდი სიამოვნებით ვნახავდი მესის თამაშს პრემიერლიგაში თამ გვარდილო და მესი ერთად კლასიკა იქნებოდა
გიორგი
16 აგვისტო 2020 12:40
4
სიტი რას დაიჭერს არ ვიცი ძმაო, მაგრამ სათაური ცალკე სტატიაა :დ
კასტელ ბლექი
16 აგვისტო 2020 12:30
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული