კლოპი ფეხბურთს ერთი წლით მოწყდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კონტრაქტის დასრულების შემდეგ არ გამორიცხავს საფეხბურთო კარიერის დასრულებას.

შეგახსენებთ, იურგენსა და "ლივერპულს" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებთ.

"პაუზას ავიღებ და ჩემს თავს ვკითხავ, მენატრება თუ არა ფეხბურთი. თუ ვიტყვი "არას", მწვრთნელი იურგენ კლოპი დასრულდება." - ციტირებს კლოპს Sportbuzzer-ი.

53 წლის სპეციალისტმა "ლივერპული" 2014 წელს ჩაიბარა. მისი თავკაცობით გუნდმა მოიგო: ინგლისის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კაი კბილები აქვს :))
დენტალ
11:28 18-08-2020
1
ძაან კლასნი მწვრთნელია... ტრენერი კიარა, სუფთა ქოუჩია...
რა მაფიაა?
10:18 18-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული