გიგზი მანჩესტერის მწვრთნელად?

AutoSharing Option
მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ ჰიუზმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინგლისური გრანდის მომავალი მწვრთნელი, შესაძლოა, რაინ გიგზი გახდეს.

ჰიუზი აღნიშნულის განმაპირობებლად ევროპის ჩემპიონატზე უელსის ნაკრების წარმატებულ გამოსვლას თვლის. იმ შემთხვევაში, თუ გიგზის გაწვრთნილი გუნდი მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს, სავარაუდოა, რომ "წითელი ეშმაკების" ლეგენდა კლუბში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება.

"ვან გაალის პერიოდში რაიანმა ძალიან ბევრი ისწავლა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ვფიქრობ, ახლა კარგ ეტაპზეა. ჩემი მოსაზრების მართებულობა, რეალურად, ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება. ვფიქრობ, უელსის ნაკრების წარმატებული გამოსვლა, გიგზს "იუნაიტედში" გზას გაუხსნის"
- განაცხადა ჰიუზმა.

altსოლსკიაერი: ვფიქრობ, ჩემი ფილოსოფია უხდება "მანჩესტერს"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული