"ლივერპულმა" "ვულვზი" გაანადგურა და "ტოტენჰემს" დაეწია

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-11 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ვულვერჰემპტონი" 4:0 დაამარცხა.

"ლივერპული" ლიდერ "ტოტენჰემს" დაეწია და 13 დეკემბერს სტუმრად "ფულჰემს" დაუპირისპირდება.

იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩიდან 4 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, სახლში კი მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში იმარჯვა.

მოჰამედ სალაჰმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - მის ანგარიშზე "წითლებში" პრემიერლიგაზე 82 გოლი და 30 საგოლე გადაცემაა. 2017 წლიდან მოყოლებული, ეს ინგლისის ჩემპიონატზე საუკეთესო მაჩვენებელია.

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ვულვერჰემპტონი 4:0
გოლები: 1:0 სალაჰი (24), 2:0 ვეინალდუმი (58), 3:0 მატიპი (67), 4:0
სემედო (78, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული