ჩისკო "უოტფორდში" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის შვილს დამოძღვრავს

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონლიგის ბინადარმა "უოტფორდმა" "ტოტენჰემიდან" 18-თვიანი იჯარით მაურისიო პოჩეტინო-უმცროსი დაიმატა.

19 წლის ნახევარმცველი პსჟ-ის ამჟამინდელი დამრიგებლის, მაურისიო პოჩეტინოს შვილია.

შეგახსენებთ, რომ "უოტფორდს" სათავეში ჩიკო მუნიოსი უდგას, რომელიც 1 თვის წინ ჯერ კიდევ თბილისის "დინამოს" თავკაცი გახლდათ.

"უოტფორდს" 26 ჩატარებული ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს მოგროვებული, ჩემპიონლიგაში მე-4 ადგილს იკავებს და პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კი ასწავლის მაშინ ჩისკოსაც რაღაცეებს ...
di ma
10:01 02-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული