ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე 9:0 გაანადგურა "საუთჰემპტონი", რომელსაც მსაჯმა ორი ფეხბურთელი გაუძევა - მე-2 წუთზე იანკევიცი, ხოლო 86-ე წუთზე ბედნარეკი.
გოლები უან-ბისაკამ, რეშფორდმა, ბედნარეკმა (საკ. კარში), კავანიმ, მარსიალმა (2), მაკტომინიმ, ბრუნო ფერნანდეშმა (პენ) და ჯეიმსმა გაიტანეს.
9:0 პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. ასეთივე ანგარიშით "მანჩესტერმა" 1995 წელს დაამარცხა "იფსვიჩი", ხოლო 2019 წელს - "ლესტერმა" "საუთჰემპტონი".
"მანჩესტერმა", პირველად 20 წლის შემდეგ, ჩემპიონატზე ერთი სეზონის ორ მატჩში გაიტანა 6+ გოლი.
სოლსკიაერის გუნდი ლიდერ "მანჩესტერ სიტის" დაეწია, მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩება და 14 თებერვალს გასვლაზე "ვესტ ბრომვიჩს" შეხვდება.