"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლონდონურ კლუბს არ დატოვებს და გუნდთან ერთად მუშაობას ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად გააგრძელებს.
The Athletic-ის ინფორმაციით, ლონდონელებს პორტუგალიელის გაშვების სურვილიც არ აქვთ. ეგ კი არა, "სპურსთან" გაფორმებულ კონტრაქტში შეთანხმების გაწყვეტის პუნქტიც კი არ არის, რომელიც მხარეთა დაშორებას მოაწესრიგებდა.
ინგლისის პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩიდან "ტოტენჰემმა" 4 წააგო. 23 შეხვედრის შემდეგ ჩრდილოლონდონელებს 46 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებენ.