"ლივერპულმა" ძლივს მოიგო - "ვულვზის" მეკარე ძლივს გადაარჩინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 28-ე ტურის დასკვნით მატჩში "ლივერპულმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ვულვერჰემპტონი".

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პორტუგალიელი დიოგუ ჟოტა დაბრუნდა და 42+2-ე წუთზე გოლი გაიტანა - 20 ნოემბრის შემდეგ პირველად.

კომპენსირებულ დროში თანაგუნდელ მცველ კონორ კოუდისთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა "ვულვზის" პორტუგალიელმა მეკარე რუი პატრისიუმ და ექიმებს დახმარების აღმოსაჩენად 15 წუთი დასჭირდათ. მისი გუნდის მწვრთნელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტომ ნამატჩევს განაცხადა, რომ გოლკიპერი გონზე მოვიდა და ყველაფერი ახსოვს.

სტუმართა გუნდის 35 წლის ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი ჩემპიონატზე 158-ედ შევიდა შეცვლაზე და პიტერ კრაუჩის
რეკორდი გაიმეორა.

"ლივერპულმა" ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, 46 ქულით მეექვსე ადგილზეა და 4 აპრილს ლონდონში "არსენალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული